ბუაძე – ვიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის

Published:

“ჩვენ ვიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს თბილისის ორგანიზაციას დააფუძნებენ. ასევე, აირჩევენ მის თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს.

მისი თქმით, პარტიას მმართველი საბჭოს წევრობის 20 კანდიდატი ჰყავს, თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავადაა.

“ჩვენ ვიწყებთ მზადებას გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვაფუძნებთ თბილისის ორგანიზაციას და თბილისის ორგანიზაციის დაფუძნებით, ვაპირებთ დავუპირისპირდეთ არა ამ პრობლემას, არამედ სხვა ყველა პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ხალხის სამსახურში არ მყოფი ხელისუფლებით.. ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ ურბანულ გენოციდზე, რომელიც ისევ და ისევ რუსული ფულით კეთდება, ვაპირებთ დავუპირისპირდეთ მწვანე სივრცეების განადგურებას…ვაპირებთ ვიმუშაოთ სატრანსპორტო პრობლემებზე, შშმ პირების პრობლემებზე, ქალაქის ეკონომიკის გაძლიერებაზე და გაჯანსაღებაზე”, – ამბობს ბუაძე.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img