მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღო მონაწილეობა

Published:

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა  ქ. ერევანში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობა მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში  არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ცოტა ხნის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე და ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.

„ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა თუ რა არის ოკუპაცია. საქართველო წლებია განიცდის  რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს. ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული. ასი ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადაადგილებული საკუთრი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია. ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი  დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას ამის მისაღწევად.

„მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. მსურს გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img