11 წლის მოზარდი, რომელსაც გორგასლის ქუჩაზე სატვირთო დაეჯახა, გარდაიცვალა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმაციით გაჩერებული ტრაილერი მოულოდნელად დაგორდა და 11 წლის ბავშვი მოიყოლა.
უბედური შემთხვევა თბილისში გორგასლის 41 ნომერში რამდენიმე საათის წინ მოხდა.