შალვა პაპუაშვილი – არანაირი სტანდარტი არ არსებობს 5%-იანზე დაბალი ბარიერის

Published:

განაცხადეს, რომ 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს,  „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე. თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სჯობს, პარტიები კონსტიტუციაში გაწერილი ბარიერისთვის მოემზადონ.

„არანაირი სტანდარტი არ არსებობს 5%-იანზე დაბალი ბარიერის, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში არის სწორედ 5%-იანი ბარიერი. ეს თემა საიდან გამოჩნდა გასაკვირია. რასაც ვაკვირდები, ოპოზიცია თავს იმართლებს, სამჯერ გაზარდეთო, არავის გვაქვს პრობლემაო. მე რაც დავთვალე, 5-6-მა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადა, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა არ აქვს. 5%-იან ბარიერთან პრობლემა არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგიას“, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძეს, „საქართველოსთვის“. 6 პარტია ჩამოვთვალე, რომელმაც განაცხადა რომ არ აქვს პრობლემა, თუ პრობლემა არავის აქვს, რატომ არის საერთოდ პრობლემა? არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს, 1%-იანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში. სინამდვილეში, ჩვენ არა გვაქვს პლურალიზმი და გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეულია რამდენიმე ერთეული პარტია. 5% არის ადეკვატური და სწორედ ამიტომაცაა უმეტეს ქვეყანაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერისთვის მოემზადონ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img