5% სააარჩევნო ბარიერი კვლავ განხილვით თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” ბარიერის დაწევა ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. მმართველი გუნდის ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაბალი ბარიერი არა რომელიმე პარტიას არამედ ქვეყანას დემოკრატიისთვის სჭირდება.
“ქართული ოცნების” აზრით, ბარიერის დაწევა ნიშნავს მათი ძალაუფლების დაკარგვას, მაგრამ ოპოზიციამ უნდა შევძლოთ დაწევის თუ დაწევის გარეშე “ქართული ოცნების” გაშვება არჩევნების გზით. შესაბამისად, ბარიერის დაწევა არის საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი შედეგი, ისევე როგორც მრავალპარტიული წარმომადგენლობა და თითოეული ამომრჩევლის ხმის უზრუნველყოფა, რომ არ დაიკარგოს მათი ხმა,” – განაცხადა თეონა აქუბარდია.