პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩევლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა

Published:

პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩევლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა. – ამის შესახებ ინფორმაციას „პროკრედიტ ბანკის“ ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი.

„პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩევლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა. გიორგი ბაქრაძე, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ეკონომისტი მაკროეკონომიკურ და კვლევით საკითხებში, ღირებულ შეხედულებებს გაუზიარებს და კონსულტაციას გაუწევს საბჭოს წევრებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების შესახებ. იგი ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კომპეტენციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
გიორგი ბაქრაძე ფლობს უილიამს კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში. მას მიღებული აქვს საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ეროვნულ ბანკში მოღვაწეობის პერიოდშიც, სადაც ის ხელმძღვანელობდა კვლევით დეპარტამენტს და იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მაკროეკონომიკურ საკითხებში. გიორგი ბაქრაძე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და როგორც ლექტორი, მოღვაწეობს სხვადასხვა უნივერსიტეტში“. – წერს პროკრედიტ ბანკი სოციალურ ქსელში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img