გასულ თვეში საქართველოში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2%–ით გაიზარდა

Published:

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 953.05 მლნ ლარით (1.94%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 431.98 მლნ ლარით (1.60%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 521.07 მლნ ლარით (2.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.49%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.51%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.04 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.43%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.06%-ით, ანუ 275.01 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 26.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ინფორმაციისთვის, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 507.96 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 701.22 მლნ ლარით, ანუ 3.63%-ით , ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 193.25 მლნ ლარით, ანუ 0.64%-ით შემცირდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img