ირაკლი კობახიძე – ქვეყანა არ დაიქცევა თუ ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან

Published:

ქვეყანა არ დაიქცევა თუ ამ 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან [ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები], ჩვენი ქვეყანა წინ მაინც წაიწევს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი ევროკავშირის მოთხოვნებს გაჰყვება და იმ პროცესებში ჩაერთვება – სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია პროცესში, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეტაპზე მაინც გადავა.

„სამოქმედო გეგმა მომზადდა, გაიგზავნა უკვე ევროკომისიაში. რაც შეეხება ინკლუზიურობას, ამას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, თავად სამოქმედო გეგმა. თითოეული პუნქტი სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაწერილი და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები ინკლუზიური ფორმით წარიმართება, უზრუნველყოფილი იქნება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ჩვენ არაერთგზის, შესაბამისი საჯარო შეთავაზებაც გავაკეთეთ, როგორც პარტიების მიმართ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება რეალური ჩართულობა. თქვენ ნახეთ, რომ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა თუ ამ 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან. ჩვენი ქვეყანა წინ მაინც წაიწევს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი ევროკავშირის მოთხოვნებს გაჰყვება და იმ პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პირობების შესრულებასთანაა დაკავშირებული.

ასე გაგრძელდება მუშაობა. ალბათ, კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა, მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს. წარსული გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, მაინც გადავალთ შემდეგ ეტაპზე, შესრულდება 9 პრიორიტეტი, როგორც მოვახერხეთ მუშაობა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღება, ასევე მოვახერხებთ ამ სამუშაო პროცესის გაგრძელებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, როდის იგეგმება სამოქმედო გეგმის გასაჯაროება, კობახიძემ აღნიშნა, რომ „დასამალი არაფერი არ არის, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img