ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ქართულ ოცნებას” საცობი უწოდა, რადგან მისი თქმით, მმართველი გუნდი არის ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინეტრესებს ღალატობს და არ განახორციელებს იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს წინსვლისთვის არის კარგი.
“საქართველო გახადეს საცობი მთელს მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ გზაზე საქართველო არის საცობი, მაგრამ საქართველო კი არ არის საცობი, რეალურად “ქართული ოცნება” არის საცობი”. – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის ამ მწვავე გზავნილის შემდეგ “ოცნების” დეპუტატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარბაზიდან გავიდა ბექა ოდიშარია. მან შეურაცმყოფელი განცხადებები გააკეთა ოპოზიციონერი ლიდერის მისამართით.