აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე – ენგურზე საბაჟო ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმება ნონსენსია, გამორიცხულია, – განაცხადა გია ვოლსკმა.
ვოლსკის თქმით, შეიძლება „ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს“.
„ვადასტურებ, რომ აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ისინი ამბობენ და ინფორმაციაც ვრცელდება იმის თაობაზე, რომ საბაჟო სისტემის შემოღება და რაღაც სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, ეს გარკვეული პოლიტიკური ტრიუკია იმის გათვალისწინებით, რომ ენგურზე ორმხრივი შეთანხმება საბაჟო ურთიერთობისა ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. ისე გარკვეული შენობების აგებას, არამარტო საბაჟოს, კიდევ Duty free-ს გაკეთებას აპირებენ. შეიძლება ეს ვიღაცის ინტერესში იყოს, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური თამაში იყოს. რასაკვირველია, ამას აქვს ის პასუხი, რაც უკვე გითხარით – საბაჟო ურთიერთობები, ნებისმიერი შეთანხმება დე -ფაქტო ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც აბსოლუტური ნონსენსია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.