საქართველოში რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშინი არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცაის სოციალურ ქსელშ თავად დემუშკინი ავრცელებს. რუსი ოპოზიციონერი წერს, რომ თბილისის აეროპორტში ის პოლიციამ თვითნფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავა.
საქმეებზე მივფრინავდი, ბილეთები, სასტუმროები, ყველაფერი წესრიგში მქონდა. რუსულ უარი მითცრეს რუსულ ენაზე განემარტათ თუ რისთის დამაკავეს. საქართელო სტუმართმოყვარე ქვეყანა არ არის. ვარკვევთ. გაავრცელეთ, – წერს დემუშკინი ტელეგრამ არხზე.
საიდან და რა მიზნით მოფრინავდა დემუშკინი საქართველოში უცნობია. საქართველოს შსს მის დაკავებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ საქართველოშ შემოსვლაზე ეთქვა უარი.
მოგვაინებით დემუშკინმა ისევ სოციალურ ქსელში დაწერა: საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვიყო. რუსეთში მადეპორტებენ. დოკუემნეტსბ არ მიბრუნებენ“.