მასწავლებლები შიმშილობას აანონსებენ

Published:

განათლების სამინისტროსთან მასწავლებლები შიმშილობას აანონსებენ. მაია ეკალაძე და დავით ფერაძე პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას ითხოვენ. ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლის დირექტორი არა სამეურვეო საბჭომ, არამედ მინისტრმა უნდა დანიშნოს.  გარდა ამისა, გიორგი ამილახვარს პროტესტის მონაწილეები მოუწოდებენ, პედაგოგების ხელფასები  იანვრიდანნ გაიზარდოს და არა ივლისიდან.

“ნეპოტისტურად დანიშნული დირეტორი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს და არცერთ სკოლაში არ უნა გადაიყვანონ. უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც იყო. საზოგადოებას მინისტრმა აუხსნას სწორად და არა მიკიბ-მოკიბვით ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ და რაც მთავარია, ხელფასების საკითხი, აი, ეს მიკიბ-მოკიბულად მოწოდებული ხელფასების საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანად. არ უნდა დაირღვეს კანონი. ივლისიდან ხელფასის გაზრდა არაკანონიერია. ხუთშაბათს შეგხვდა მინისტრის მოადგილე და პარასკევს გააჯღერა ასე დამამცირებლად მინისტრმა ხელფასების საკითხი,” – ამბობს მაია ეკალაძე.

მაია ეკალაძე და დავით ფერაძესთან განათლების სამინისტროში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრა მასწავლებლებთან მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მათ პროტესტის უკიდურესი ფორმა დააანონსეს.

ჯერჯერობით უცნობია, ვის ხვდებიან პედაგოგები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img