პაატა მანჯგალაძე – “ოცნებამ” თქვა, რომ აშშ-ის აზრი არ აინტერესებს

Published:

რა თქვა “ქართულმა ოცნებამ” აშშ-ის მიერ ჯაშუშობის გამო სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოს საზღვარზე უპრობლემოდ შემოშვებით?  – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“(ფარცხალაძეს) ქონება გაატანეს, თქვეს, რომ მოქალაქეც არ არის და წავიდა ქვეყნიდანო. ახლა, ჯაშუშობაში მხილებული ადამიანი, თავისუფლად გადაადგილდება, შემოდის, გადის ქვეყნიდან. ანუ რა თქვა “ქართულმა ოცნებამ”, რაც ყველაზე პრობლემურია – სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩვენთან ერთად საქართველოზე, ამის აზრი არ მაინტერესებს, ჩემთვის რუსეთის ჯაშუში უფრო მნიშვნელოვანია, ეს ხომ ლუსტრაციაა პირდაპირ” – აცხადებს მანჯგალაძე.

დასანქცირებული ყოფილი პროკურორი თბილისში კომპანია “აზიმუტის” რეისით გუშინ ჩამოფრინდა. რუსეთის მოქალაქე, რომელიც  შტატებმა დაასანქცირა და  რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში  ამხილა, საქართველოს საზღვარზე   რუსული პასპორტით  სრულიად უპრობლემოდ შემოუშვეს.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img