პროკურატურამ პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

Published:

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა თანნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

„აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და ფეხის არეში დანა დაარტყა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img