გიორგი ვოლსკი – ხატის შეურაცხყოფა, რასაკვირველია, ეკლესიაზე თავდასხმაა

Published:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა და, მისივე თქმით, “რადიკალური ოპოზიცია” პოლიტიკური სპეკულაციისთვის ამ თემის გამოყენებას ცდილობს.

“ხატის შეურაცხყოფა, არის, რასაკვირველია, ეკლესიაზე თავდასხმა. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის წამოსული ამ თემის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციისთვის. როდესაც ადამიანს შეუძლია რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა და ამაზე არ აგებს სერიოზულ პასუხს, რასაკვირველია, ეს შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სერიოზული იარაღი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება – საფუძველი სამებაში მომხდარი ვანდალური ფაქტი გახდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img