ივანიშვილი კლეპტოკრატიული, კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ .
როგორც მან აღნიშნა, საქართველო იყო ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა, ივანიშვილმა საბჭოური წარსული დააბრუნა.
„ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება. რეალურად ქვეყანაში ახლა არ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რადგან კორუფცია მოიცავს ყველა სახელმწიფო უწყებას და მისი თავია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამგვარი კლეპტოკრატიული კორუფციული სქემებით მართავს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, საქართველო იყო ერთ- ერთი მოწინავე ქვეყანა იყო კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის საბჭოური და პოსტსაბჭოური წარსული დააბრუნა საბჭოთა წარმონაქმნმა, რუსმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა და ახლა კორუფცია გახდა მისი მმართველობის ჩვეულებრივი მოვლენა. ქვეყნის ოლიგარქის მავნე გავლენებისგან გაწმენდა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულება და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების დაბრუნება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, განისაზღვრება შემდგომი თანამშრომლობის სფეროები.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.