ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

Published:

აჭარაში, ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნეს. მორწმუნეები ზღვაში შესვლამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

“საღვთო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმელები ტრადიციულად ზღვაში შევდივართ. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით რამდენიმე წელია სრულდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img