იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანება პეტიციას აქვეყნებს

Published:

იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანება იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს და თხოვს, რომ გამოსახლებებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს.

პეტიციის მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაცია, იუსტიციის მინისტრს სავარაუდო თაღლითობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებების დასრულებამდე, გამოსახლებების პროცესის შეჩერებას თხოვს.

“მივმართავთ იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძეს

იპოთეკით “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანება, იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს მიმართავს და ითხოვს, რომ გამოსახლებებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს.

საქართველოს მასშტაბით შეჩერდეს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებების სერია იქამდე, სანამ შესაძლო თაღლითობისა და მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით, დაწყებული გამოძიებები არ დასრულდება.

საუბარია სწორედ იმ საქმეებზე, რომლებზეც გაერთიანების იურისტებს, საგამოძიებო ორგანოებისთვის, მევახშეების თაღლითური სქემების ამსახველი კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ მიწოდებული.

გაერთიანება უკვე რამდენიმე წელია მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს, როგორც სასამართლო ინსტანციებში, ასევე საგამოძიებო ორგანოებშიც იცავს. მორატორიუმის გამოცხადება აუცილებელია, რათა მოქალაქეთა
უფლებები დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და
საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით.


პატივისცემით, გიგა წულეისკირი.” – წერია იპოთეკით ” მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების” პეტიციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img