ჩაქვში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფელ ჩაისუბანში მეციტრუსეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ყურადღებას ითხოვენ. ამბობენ, რომ წელს დაბალი ფასის გამო მანდარინი ვერც მოკრიფეს და მოკრეფილის რეალიზაციასაც ვერ ახერხებენ.აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ეხმაურება და ამბობს, რომ სამინიტროს სტატისტიკა ციტრუსის ფასთან და რეალიზაციის მასშტაბებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. სოფლის მეურნობის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიაში კი ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით აჭარიდან ექსპორტირებულია 25 მილიონ 363 ათასი დოლარის ღირებულების 39 ათას 655 ტონა ციტრუსი. 12 ათას ტონაზე მეტი კი გადამუშავებულია.