იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება საქართველოს პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართავს

Published:

იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანება საქართველოს პარლამენტს  ოფიციალური წერილით მიმართავს. გაერთიანება პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონმდებლობაში ორგანიზაციის ჩართულობით, აღსრულების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვა.

ორგანიზაცია სახელისუფლებო ცვლილებების პარალელურად, იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცევა.

მოგახსენებთ, რომ ა(ა)იპ ,,იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არაერთი წელია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს მევახშეების მხრიდან დაზარალაბულ მოქალაქეებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენი წესდებით გათვალისწინებული ფუნქციის ფარგლებში, გვსურს შემოგთავაზოთ წინადადება, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები აღსრულების შესახებ საქართველოს კანონში.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახმაურებული გამოსახლებების ფონზე, სადაც დაზარალებული მოქალაქეების ინტერესებს იცავდა ჩვენი გაერთიანება, მიგვაჩნია რომ დროულია აღნიშნული საკითხის სამართლებრივად მოგვარება საკანონმდებლო დონეზე. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით სრულიად უსასყიდლოდ სამართლებრივ დახმარებას უწევს დაზარალებულ მოქალაქეებს სასამართლოს ყველა ინსტანციასა და სააღსრულებლო წარმოების სტადიაზე.

რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ ველით თქვენგან საპასუხო წერილს თანამშრომლობისთვის“ – წერია იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების მიმართვის წერილში.

გაერთიანება ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც “მევახშეებისგან” დაზარალებულ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ უწევს იურიდიულ მომსახურეებას.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გამოსახლებებთან დაკავშირებით იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანებამ მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვა და პეტიციაც შექმნა.

https://bitly.ws/3aEUH

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img