პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსების შემუშავებას გეგმავს.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა აღნიშნა, სამსახური მონაცემთა დაცვის ოფიცრის სპეციალურ კურსებს საჯარო და კერძო სექტორს შესთავაზებს.
„კურსი გამიზნულია კერძო, საჯარო სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. 11 მარტს, ჩვენთან მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით USAID-ის ექსპერტი ჩამოდის, რომელიც ჩვენთან გაატარებს ერთ კვირას. ამ დროის განმავლობაში ვიმუშავებთ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სპეციალურ კურსებზე. მას შევთავაზებთ სექტორულად, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს, სამართალდამცავ ორგანოებს“, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.