თურქეთში მეწყერი ჩამოწვა – დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი

Published:

თურქეთში მეწყერი ჩამოწვა. მიწის საკმაოდ დიდი მასა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ერზინჯანის პროვინციაში ჩამოვიდა.

დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული.

ღამით სტიქიის ადგილზე ჩავიდა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი. მეწყრის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img