პუტინმა რუსულ არმიაზე “ყალბი ამბების” გამავრცელებლებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონს ხელი მოაწერა

Published:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, ვინც რუსულ არმიაზე “ყალბ ამბებს” გაავრცელებს, ქონებას ჩამოართმევენ, – დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე. 

კანონი ცვლის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსსა და აფართოებს იმ დანაშაულთა სიას, რომელთათვისაც ქონების კონფისკაცია იქნება შესაძლებელი. აღნიშნული სასჯელი ასევე გავრცელდება სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მოწოდებისთვისაც. 

რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, “დამნაშავეს” არ ჩამოერთმევა მის მფლობელობაში არსებული ყველა ქონება, არამედ ის, რასაც “დანაშაულის ჩადენის” შედეგად მიიღებს.

აღნიშნული კანონპროექტი 31 იანვარს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა. 7 თებერვალს კი მას მხარი რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაუჭირა, მოგვიანებით კი დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტს გაეგზავნა ხელის მოსაწერად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img