იანვარში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 41%-ით შემცირდა

Published:

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.

სების მონაცემების თანახმად, ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარში ყველაზე მეტად რუსეთის ფედერაციიდან შემცირდა – 74,73%–ით და $67,64 მლნ შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით გზავნილების მოცულობამ $162,95 მლნ შეადგინა, რაც 10,4%–ით მეტია 2023 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით.

2024 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვრის (26.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img