ქვეყანაში პირუტყვის, ღორის და ფრინველის რაოდენობა შემცირდა

Published:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ბოლო 8 წლის მინიმუმზეა.

ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2016-2023 წლების ბოლოს არსებული მდგომარეობით:

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img