სტოლტენბერგი – ნატო რუსეთზე ძლიერია, მაგრამ ხარვეზები გვაქვს

Published:

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი, თუმცა მისმა სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა.

”სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ. მაგრამ ამავე დროს, მე მჯერა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ხარვეზები. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მდგომარეობაში ტექნიკის შენარჩუნებას. ჩვენ გვაქვს მოწინავე იარაღი. სისტემები, მაგრამ მათ სჭირდებათ სათადარიგო ნაწილები, მოვლა და, რა თქმა უნდა, საბრძოლო მასალა“, – განმარტა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს წევრებმა ამოწურეს იარაღის მარაგი, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად უგზავნიდნენ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში.“ამიტომ, ახლა ჩვენ ბევრს ვმუშაობთ წარმოების გასაზრდელად. კარგი ამბავია: იქმნება ახალი ქარხნები და იზრდება წარმოება. მაგრამ მეტის გაკეთების სასწრაფო საჭიროებაა”, – დასძინა სტოლტენბერგმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img