ჩვენ გაფართოებაზე ვსაუბრობდით იმ პერსპექტივიდან, როგორც ახლა საუბრობენ მეგობრები უკრაინიდან ან საქართველოდან, ჩვენ გვესმის, რა აწუხებს ახლა საქართველოს, რა აწუხებს უკრაინას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე .
“სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ გაფართოებაზე, როგორც ევროკავშირის წევრები. როგორც წესი, ჩვენ ჩვეულებრივ გაფართოებაზე ვსაუბრობდით იმ პერსპექტივიდან, როგორც ახლა საუბრობენ მეგობრები უკრაინიდან ან საქართველოდან. ვცდილობდი, გამეხსენებინა, როგორ მოვახერხეთ ტრანსფორმაცია, რა გვაწუხებდა. ჩვენ გვესმის, რა აწუხებს ახლა საქართველოს, ძალიან კარგად გვესმის, რა აწუხებს უკრაინას დიდი ზეწოლის ქვეშ რეფორმების გასატარებლად. მაგრამ იცით, რა იყო ჩვენს ზურგს უკან, რამაც წინ წაგვწია? მახსოვს ფრაზა, რომელსაც სულ ვიმეორებდით, რომ ლიეტუვა არ უერთდება ევროპულ ოჯახს, არამედ უბრუნდება“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.