ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
“ნავალნისა და სხვა ოპოზიზიური მოღვაწეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები და ციხეში არსებული არაადამიანური პირობები ადასტურებს, თუ როგორ სასტიკად მოქმედებს რუსეთის მართლმსაჯულების სისტემა დისიდენტების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.