რამაზ გერლიანი – საწვავზე ფასების ზრდა გარდაუვალია

Published:

ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი სფერო ნიუსთან საუბრისას, რუსეთის მიერ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვას აფასებს.

ეკონომისტის აზრით აღნიშნული ინიციატივა საწვავის ფასს უთუოდ გაზრდის. ეკონომისტი  საწვავზე ფასების ზრდის წინაპირობად მინიმუმ აკრძალვისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ფაქტორ ასახელებს.

რაც შეეხება დეფიციტს, გერლიანი ამის რისკს გამორიცხავს. „ჩვენ გვყავს მწარმოებელი მეზობელი აზერბაიჯანი. მათ თავისუფლად შეუძლიათ დანაკლისის შევსება.“ – აცხადებს ეკონომისტი.

გერლიანის აზრით, რუსეთიდან მცირე რაოდენობით თუმცა მოსალოდნელია კონტრაბანდული საწვავის შემოდინება.

შეგახსენებთ, რუსეთი ბენზინის ექსპორტს 1–ლი მარტიდან დროებით კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიში ვრცელდება.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში სულ $80.4 მლნ-ს 99 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. აქედან 46%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა ($37.1მლნ-ს 51 ათასი ტონა).

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img