ნიკა გვარამია მთავარ არხში გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და თავის წილებს თმობს

Published:

ნიკა გვარამია მთავარ არხში გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და თავის წილებს თმობს. ცვლილებების დასარეგისტრირებლად პარტნიორთა კრების ოქმი საჯარო რეესტრში 27 თებერვალს შევიდა.

ოქმის მიხედვით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი გაბუნია წარადგინეს. გარდა ამისა, გვარამიამ კრებას მიმართა, რომ თავის 12%-იან წილს ცოლს, სოფო ლილუაშვილს გადასცემდა.

მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის. რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე”, – დაწერა გვარამიამ ფეისბუქზე. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img