ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

Published:

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

“მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, ამ თანამდებობიდან კობახიძემ 1-ელ მარტს გაათავისუფლა.

დღეს დილით კი დააანონსა, რომ ბარნაბიშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img