ლეგენდების მატჩი – „ინტერი“ საქართველოს უძლიერესი შემადგენლობით ესტუმრა

Published:

7 მარტს, ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

შოთა და აჩი არველაძეები, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე.

საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ:

„ინტერი“ უძლიერესი შემადგენლობით გვესტუმრება. ცნობილია, რომ „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ითამაშებენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები:

ლუიშ ფიგუ, სებასტიან ფრეი, ესტებან კამბიასო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, ფრანჩესკო კოლონეზე, ფაბიო გალანტე, დიეგო მილიტო, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა, ხუან სებასტიან ვერონი, უესლი სნეიდერი, ჟულიო სეზარი, გორან პანდევი, ივან კორდობა, გეორგიოს კარაგუნისი, როდრიგო პალასიო, დავიდ სუასო​ და მაიკონი.

მატჩამდე საქართველოს ვეტერანთა ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდების წარმომადგენლები „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენციას გამართავენ. თამაშის დაწყებამდე გუნდებს მოედანზე „ინტერის აკადემია საქართველოს“ აღსაზრდელები მიესალმებიან.

„ბათუმი არენიდან“ შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო 7 მარტს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img