“ქართული ოცნება” პრეზიდენტის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული ვეტოს დასაძლევად ემზადება.
ორბელიანის სასახლეში დაწერილი არგუმენტები, მმართველი პარტიისთვის მისაღები არ არის. უმრავლესობის 76 ხმა კი საკმარისია, რომ სალომე ზურაბიშვილის აკრძალვა გაუქმდეს.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროცესი არადემოკრატიული და არასანდოა, ვინაიდან ცესკო-ს თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს.
მმართველი პარტია კი, თვლის რომ სწორედ არჩევნების დე ლეგიტიმაცია და ცესკო-ს დისკრედიტაციაა, ოპოზიციაში გადასული ზურაბიშვილის მიზანი.