“ქალთა მოძრაობა” – შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული დეფინიცია, დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა

Published:

“ქალთა მოძრაობა” 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, რომ შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.

ორგანიზაციის ცნობით, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული განმარტება დაუსჯელს ტოვებს სექსუალური ძალადობის ბევრ შემთხვევას.

“საქართველოში სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე ფარული ფორმაა. საქართველოს კანონმდებლობა კი აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. წლებია, ქალთა მოძრაობა ვითხოვთ, შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.

დღემდე, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გაუპატიურებად ითვლება ისეთი ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიიღწევა ძალის გამოყენებით, იძულებით ან მუქარით. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული განმარტება დაუსჯელს ტოვებს სექსუალური ძალადობის ბევრ შემთხვევას. ქალთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს გაატაროს სქესობრივი დანაშაულების რეფორმა, მაგრამ პარლამენტი ჯიუტად თავს არიდებს ამ რეკომენდაციის შესრულებას.გაუპატიურების მუხლის ცვლილება არის უფლებრივი საკითხი და არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ სურს საქართველოს პარლამენტს კანონით დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და სპეციალიზაცია, პარლამენტი აჯანჯლებს სქესობრივი დანაშაულების რეფორმის გატარებას და ამით აბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელებას. დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი მმართველი პარტიისაგან, თუ რატომ არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ამ მძიმე დანაშაულისაგან.მოვითხოვთ:- დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა;

– შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.- თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობა უნდა დადასტურდეს კონტექსტისა და გარემოებების გამოძიებით.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img