კობახიძე ექსტრადირების მოთხოვნაზე – ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს

Published:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნას ეხმაურება და ამბობს, რომ შესაბამის რეაგირებას ელოდება. თემა აქტუალური გახდა ევროკავშირსა და გერმანიაში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის გამო.

“ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ იმაში და ხალხს სურს, პირველ რიგში, დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს. ისეთ პრინციპებს, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას. ეხება ეს ადეიშვილს, ეს ეხება კეზერაშვილს, ნებისმიერ სხვა დამნაშავეს. ესენი არიან, შეგახსენებთ, უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები. ეს არ არის მარტივი დანაშაულები. საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან. ეს არ არის უბრალო დანაშაულები… ზოგიერთი, დღესაც არის ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებში, ხო, ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. როდესაც ამ ფონზე, ესეთი ადამიანების სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა ჩნდება სერიოზული კითხვის ნიშნები”, – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მარტს, საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გერმანიასა და ბელგიას მიმართა.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარეს, რა დროსაც მათ ოფიციალურად გადაეცათ “ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.” აღნიშნულის შესახებ გუშინ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img