გიგი უგულავა – მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიარა პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი

Published:

სააკაშვილი ციხეში – ეს არჩევნები არ იქნება კონკურენტული – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდეტმა ბოლო 2 წლის განმავლობაში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა და მისი გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია.

“მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიარა პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი. ის შიმშილობდა 70 დღემდე. მერე, აშკარად მოწამვლის ნიშებია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მთავარი და მინიმალური საფუძველი არის კონკურენტობა. სააკაშვილი ციხეში – ეს არჩევნები არ იქნება კონკურენტული”, – ამბობს გიგი უგულავა.

მიხიელ სააკშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დილიდიან თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დასავლეთის ვექტორი და ukraina.ge -მ, “საქართველო-გზა ევროპისკენ “ პროექტის ფარგლებში ღონისძიება ჩაატარეს, რომლის პირველი კონფერენციაც მიეძღვნა პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტპატიმრების პრობლემას საქართველოში;

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img