გიორგი კახიანი – სინამდვილეში ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები 

Published:

მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის” წევრების წარსული და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს.

„პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი. სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება – იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან” დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img