გელათთან დაკავშირებული მოვლენები და აქტივობები საერთოდ არ არის საპარლამენტო კომიტეტთან კავშირში – ასე პასუხობს “ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია კითხვას, რატომ არ შეიტანა, კულტურის კომიტეტმა 2023 წლის ანგარიშში გელათის პრობლემები.
ოდიშარია, რომელიც კულტურის კომიტეტის წევრია, ამბობს, რომ გელათზე სრული პასუხისგმგებლობა ახლა საპატრიარქოს აქვს აღებული:
“გელათთან დაკავშირებული მოვლენები და აქტივობები საერთოდ არ არის საპარლამენტო კომიტეტთან მიმართებაში კავშირში. აღმასრულებელი ხელისუფლების გარკვეული შტოს კურაციის ქვეშ იყო , რესტავრაცია, კონსერვაცია და ა.შ. ხოლო ახლა, როგორც მოგეხსენებათ, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაც გამოერთო საპატრიარქოს თხოვნით, სამაგიეროდ საპატრიარქომ მისი კურაციის ქვეშ ჩართო ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტები…
არც საპატრიარქოს გულშემატკივრობს თქვენი ტელევიზია, არს გელათს და არს საქართველოს” – განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ კულტურის კომიტეტმა 2023 წლის ანგარიშში მონასტრის პრობლემები არ შეიტანა.