პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

Published:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ამ კუთხით პარტნიორობის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img