ჯეიჰუნ ბაირამოვი – აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან

Published:

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საიმედო პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში თურქ და ქართველ კოლეგებთან სამმხრივ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი თანამშრომლობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან საიმედო პარტნიორები. ამას გარდა, ბოლო წლებში რეგიონში მომხდარი ისტორიული ცვლილებები არის აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ დონეზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შედეგი“, – განაცხადა ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონში ახალი რეალობა მისი პოტენციალის გამოყენების ახალ პერსპექტივებს ხსნის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img