ქართული ბანკებიდან უცხოელებზე 510 მლნ ლარის იპოთეკური სესხია გაიცა

Published:

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს სულ 10.9 მილიარდი ლარის ღირებულების იპოთეკური სესხები აქვთ გაცემული. 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს არარეზიდენტთა მიერ აღებული იპოთეკური კრედიტების ჯამური ღირებულება შეადგენს 510 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტების რაოდენობა 3800-ია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განსხვავებულია უცხოეთის მოქალაქეთა და საქართველოს მოქალაქეთა იპოთეკური კრედიტების სავალუტო მაჩვენებელი. თუკი საქართველოს მოქალაქეთა იპოთეკის 61% ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული, უცხოეთის რეზიდენტთა შემთხვევაში კრედიტების 76% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.

გარდა ამისა, უფრო მაღალია არარეზიდენტების იპოთეკური სესხების საშუალო მოცულობაც, თუკი ის საქართველოს მოქალაქეთა შემთხვევაში 73 ათას ლარს შეადგენს, უცხოეთის მოქალაქეთა კრედიტებში ის 134 ათასი ლარია.

ქვეყანაში არსებულ 10.9 მილიარდის ღირებულების იპოთეკურ სესხებს შორის 8.4 მილიარდი ლარით დასრულებულ პროექტებში ბინების შეძენა ფინანსდება, 1.6 მილიარდი ლარით მშენებარე პროექტებში ბინების შეძენა, ხოლო 880 მილიონი ლარის იპოთეკური კრედიტები ბინების რემონტისთვის არის აღებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img