ბათუმში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

Published:

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის” წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებასთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო. სიტუაცია თავად საკრებულოს დეპუტატებმა განმუხტეს.

პარტია „საქართველოსთვის” წევრი აკაკი გვიანიძე მმართველ გუნდს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართავდა, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„კოლეგას ისე მომართეთ, როგორც საჭიროა. კითხვა გქონდათ, პასუხი გაგეცით. კითხვები მაქვს და გამეცით პასუხი, არ გაწყვეტინებთ საუბარს. ვინ შეგიშინებიათ, რომ შემაშინოთ”, – მიმართა საკრებულოში მმართველი გუნდის წევრებს აკაკი გვიანიძემ.

აკაკი გვიანიძეს „ქართული ოცნების“ წევრმა მინდია გოგუაძემ უპასუხა. „ენა გაქვს დაგრძელებული, ვინ არის ეს დეგენერატი კაცი?!- განაცხადა გოგუაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ მხარეებს მოუწოდა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია და ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img