დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

Published:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დღეს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img