თბილისის 32–ე სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს – ბავშვთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Published:

თბილისში, ნაძალადევში 32-ე საჯარო სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს. მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ნაწილი, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, პრევენციის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სკოლაში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული. 

სკოლის დირექტორის თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ აღიარა, რომ წიწაკის სპრეი თავად გაუშვა, თუმცა ამბობს, რომ მოსალოდნელი შედეგების შესახებ არაფერი იცოდა. 

“მეორე გაკვეთილის შემდეგ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში, ერთმა მოსწავლემ გაუშვა წიწაკის სპრეი. ბავშვები გამოვიდნენ ოთახიდან და დერეფანშიც გაიფანტა, რა თქმა უნდა, ეს აირი. გავხსენით ფანჯრები, ის კლასი გავიყვანეთ გარეთ და ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე სუნთქვის პრობლემა შეექმნათ, სასწრაფოდ გამოვიძახეთ დახმარების ბრიგადები. ბავშვმა აღიარა და თქვა, რომ მან არ იცოდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მსგავსი წიწაკის სპრეის გაშვებას”, – აცხადებს დირექტორი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img