პოლიციამ თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტი გახსნა

Published:

კახეთის პოლიციამ თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი – ინფორმაციას შინაგან სამქეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები. – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img