არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები, მევახშეების დიქტატურა უნდა დასრულდეს – მიხეილ სააკაშვილი

Published:

“არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები. ერთი მთავარი მევახშე იყო სათავეში. ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ.” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

მისივე თქმით,  ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის მართვას და ამისთვის საჭიროა მობილიზება.

„მე არ მეშინია არანაირი რეპრესიების და შემდგომი ციხის იმიტომ, რომ კარგად ვიცი, ეს გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ის გზა, რომ აგერ, ოჩამჩირეში აგვიშენეს პორტი ივანიშვილის მმართველობის 12 წლის თავზე, რომელმაც ბათუმში გააჩერა სუპერ თანამედროვე პორტის მშენებლობა, გააჩერა ფოთის აეროპორტის მშენებლობა, ლაზიკის პორტის მშენებლობა. აი, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მივიღეთ ოჩამჩირეში ეს უბედურება. რომ ყოფილიყო ეს პორტები, ვერავინ გაბედავდა ამის გაკეთებას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს ინტერესი იქნებოდა ამ ყველაფერში ჩადებული.

და კიდევ ერთი, არ შეიძლება საქართველოს ბედს წყვეტდნენ მევახშეები. ერთი მთავარი მევახშე იყო სათავეში. ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ. საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყნის მართვას, ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img