ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით – პაველ ჰერჩინსკი

Published:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას გამოეხმაურა.

ჰერჩინსკის განმარტებით, ვენეციის კომისია მკაფიო იყო რეკომენდაციებში.

“ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე. კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა, სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული,” – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img