თეთრი სახლი – მნიშვნელოვანია, ისრაელმა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს 

Published:

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ჯეიკ სალივანმა იოავ გალანტთან შეხვედრისას ისრაელის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი განიხილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები რაც შეიძლება სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მიწვევით იმყოფება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img