რუსეთის აგრესიას უკრაინაში 537 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის გენერალური პროკურატურა 

Published:

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, – ინფორმაციას ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბავშვი, ხოლო 1269-ზე მეტი დაშავდა“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სამუშაოები გრძელდება საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img