საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Published:

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის საარჩევნო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის სასწავლო ვიზიტის მიმდინარეობისას მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ დელეგაცია თბილისში, საქართველოს საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეუთოს ეგიდით იმყოფება.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მხარს დაუჭერენ თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას საარჩევნო პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური განვითარების ჭრილში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საარჩევნო მართვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების დამკვიდრებას; ასევე ინფორმაციის, რესურსის, ცოდნისა და ზოგადად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასა და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლას და ა.შ;

„ბოსნია და ჰერცეგოვინის საარჩევნო ადმინისტრაციასთან ჩვენ მრავალწლიანი, ნაყოფიერი და კარგი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, ეს მემორანდუმი არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და დეკლარირება ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკის გაგრძელების იმ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებით, რომელიც ჩვენ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლით და სხვადასხვა პროექტში ჩართულობით შეგვიძლია განვახორციელოთ. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის ამ დონეზე აყვანა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img